ნეპალში სტიქიას მინიმუმ 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება - ინფორმაციას The Times of India ავრცელებს. თავდაპირველად 40 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.
ნეპალის სხვადასხვა რეგიონებში ოთხი დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა წყალდიდობა და მეწყერები გამოიწვია. სტიქიისგან ყველაზე მეტად მიაგდის მხარე დაზარალდა, სადაც 27 ადამიანია გარდაცვლილი.
ქვეყანაში სამძებრო სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
მეწყერმა ათობით სახლი დაანგრია, ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი მიეტოვებინა. ისინი ადგილობრივ სკოლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მოწყობილ დროებით თავშესაფრებში არიან გადაყვანილი.