აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა ოალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ კორონაივურსს „ტრამპის ვირუსი“ უწოდა. ამ ინფორმაციას Foxnews ავრცელებს. პელოსის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი პირბადის ტარებასთან დაკავშირებით საკუთარ შეცდომებს ძალიან გვიან მიხვდა, რის გამოც ათასობით ადამიანი დაინფიცირდა.
„21 ივლისს, ტრამპმა აღიარა საკუთარი შეცდომები, როდესაც ბრიფინგზე პირბადე გაიკეთა და აშშ-ის მოქალაქეებს პირბადეების ტარებისკენ მოუწოდა. ტრამპს ეს ადრე რომ გაეკეთებინა, მოსახლოება მის მაგალითს მიბაძავდა და ათასობით ადამიანი გადარჩებოდა. კორონავირუსი ტრამპის ვირუსია“, - აღნიშნა პელოსიმ.
შეგახსენებთ, 21 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პირობებში პირბადის ტარებას პატრიოტული ჟესტი უწოდა. იქმადე კი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ პირბადე ადამიანებს ვირუსის გავრცელებისგან არ იცავს.