სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადება გაავრცელა. უწყება რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების შეწყვეტისკენ და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.
როგორც ადგილობრივები ჟურნალისტებთან აცხადებენ, მავრთულხლართების გაბმას ხელს ვერავინ უშლის და ისინი შიშობენ, რომ მალე ოპუპანტები მათ სახლებსაც დაიკავებენ.