პარი სენ-ჟერმენმა ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა ნეიმარის პირველი ვარჯიშის ვიდეო-კოლაჟი, ბრაზილიელი ინდივიდუალურად ემზადება - დარბის, ბურთს კენწლის და მარჯვენა ფეხით ურტყამს. ეს პირველი შემთხვევაა იანვრის შემდეგ, როცა მან საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის სარეაბილიტაციო პერიოდი დასასრულს უახლოვდება. 17 აპრილს ნეიმარს გეგმიური სამედიცინო შემოწმება ელის და სწორედ მაშინ გადაწყდება, როდიდან შეძლებს ბრაზილიელი თამაშს. 222 მილიონ ევროდ შეძენილმა 27 წლის ფეხბურთელმა ფეხი 23 იანვარს საფრანგეთის თასზე სტრასბურის წინააღმდეგ თამაშში დაიშავა. მან სარეაბილიტაციო პერიოდის ნაწილი სამშობლოში გაატარა.