18 აგვისტოს, ლიგა 1-ის მეორე ტურში პსჟ-ს, რომელსაც კვლავ ვერ დაეხმარა თავდამსხმელი ნეიმარი, "რენმა" მოუგო.
"პარი სენ ჟერმენმა" ჩემპიონატის ზედიზედ მე-40 მატჩში გაიტანა გოლი და 1964 წელს მეორე პარიზული გუნდის, "რასინგის" მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა.
რენი. "როაზონ პარკი". 28 596 მაყურებელი
რენი - პსჟ 2:1
გოლები: 0:1 კავანი (36), 1:1 ნიანგი (44), 2:1 დელ კასტილიო (48)