პსჟ-ის ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი ყოფილი კლუბის, "ბარსელონას" წინააღმდეგ სასამართლო პროცესს აგრძელებს. ესპანური გამოცემის ცნობით, დღეს ნეიმარი ესპანეთში ჩაფრინდება, რომ სასამართლოში კლუბის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. ბრაზილიელი "ბარსელონასგან" ბონუსების სახით 26 მლნ ევროს ითხოვს, რომელიც "ბლაუგრანამ" კლუბიდან წასვლის გამო არ გადაუხადა. "ბარსელონამ" კი, თავის მხრივ, საპასუხო საჩივარი შეიტანა და ნეიმარისგან 14 მლნ ევროს დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მან ბონუსის სახით ლოიალურობის გამო მიიღო.