19:04
23 იანვარი, 2022, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ნივთების ევოლუცია
ნებისმიერი ასაკის, ორივე სქესისა და სხვადასხვა გემოვნებისთვის გათვლილი აქსესუარი - ხელჩანთა 5000-წლიანი ისტორიით
01-12-2021

ხელჩანთა - მრავლობით ნივთებს შორის, რომელთაც ადამიანი მოიხმარს სხვადასხვა დანიშნულებისამებრ, დღევანდელი გადაცემისთვის ყურადღება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ატრიბუტზე შევაჩერე, რომელიც ასაკით არც თუ სე პატარა ყოფილა, რადგან მისი წარმოშობის ისტორია 5000 წელზე მეტს ითვლის. ხელჩანთა - ნებისმიერი ასაკის, ორივე სქესისა და სხვადასხვა გემოვნებისთვის გათვლილი აქსესუარი. თავიანთი უბრალოების მიუხედავად ჩანთამ ფუნდამენტური როლი ითამაშა კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარებაში თუნდაც იმიტომ, რომ მათი საშუალებით ადვილად და კომფორტულად არის შესაძლებელი ამა თუ იმ საგნის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა. აღარაფერს ვამბობთ შორ გზაზე სასურველი ნივთების წაღებაზე. რაც მთავარია, ყველაზე ძვირფასი საგნები, მით უფრო ფული ყოველთვის თან გვაქვს. მათი მრავალფუნქციურებიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ყურადღებას დღეს მხოლოდ ხელჩანთებზე შევაჩერებთ, რადგან როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე საუკუნის მანძილზე თავისი ფორმითა და დანიშნულებით ის სხვადასხვა პროფესიას მოეგო, დაირქვა სახელი და გენდერულადაც გაიყო. ჩანთა გაჩნდა აუცილებლობის გამო და განკუთვნილია იმისათვის რომ დაფასდეს ისე ძვირად, როგორც მისი ფუნქციურობა მოითხოვს, შესაბამისად მისი შეუფასებლობა მას შეუცვლელს ხდის.

AutoPlay
წიგნი - უძველესი ცივილიზაციიდან ციფრულ ბიბლიოთეკამდე
19-01-2022
საღებავი - პიგმენტირებული თხევადი და ხსნადი საშუალება - რა ფუნქცია აქვს საღებავს და როგორია მისი შემადგენლობა და გამოყენების პრინციპები
12-01-2022
ნაძვის ხის ფერადი ნათურები და მათი ისტორია
05-01-2022
"ადვენთ კალენდარი" - საშობაო დღესასწაულის ტრადიცია
05-01-2022
საიდან იღებს სათავეს ნაძვის ხის ფერადი სათამაშოებით მორთვის ტრადიცია და არის თუ არა ის წარმართული ტრადიციებისა და რიტუალების გაქრისტიანებული ვერსია?
31-12-2021
იცით, რომ კალენდარი ასტრონომიას ეფუძნება და მნიშვნელოვნად ითვალისწინებს რელიგიურ კანონებს? - როგორ შეიქმნა კალენდარი - კვირის დღეების, თვეებისა და წლების დაანგარიშების დღეისთვის არსებული ვერსიის ავკარგიანობაზე გიამბობთ
29-12-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები