თბილისში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით, ან ნებართვის გარეშე, 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამის შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული.
კანონპროექტი, რომლის ავტორებიც პარლამენტის წევრები კახა კუჭავა და ნინო წილოსანი არიან, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.ცვლილებების თანახმად, ჯარიმების ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის გათვალისწინებული 30 დღიანი ვადაა გათვალისწინებული, რომლის გასვლის შემდეგაც პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.