"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" დღეს 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება საპრეზიდენტო არჩევნებთან, დემოკრატიასთან, კორუფციასთან, ხელისუფლებისა და პარლამენტის საქმიანობის შეფასებასთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული მიგნებები. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-დან 20 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 2 205 ადამიანი გამოიკითხა. შეგახსენებთ, რომ NDI-მ რამდენიმე დღის წინ ამავე პერიოდში ჩატარებული კვლევის საზოგადოებრივი ნაწილი წარმოადგინა.