NDI-ის კვლევის თანახმად, რომელიც საზოგადოების განწყობას შეეხება და 2019 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგებს ასახავს, ევროკავშირსა და ნატო-ს მხარდაჭერის ნაწილში, აღნიშნულია, რომ გამოკითხული მოსახლეობის 82%-სთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მისაღებია. ამ კითხვაზე გამოკითხულთა 10%-მა უპასუხა, რომ მიუღებელია, ხოლო 8%-მა აირჩია პასუხი: „არ ვიცი“.კითხვაზე: „მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი?“ გამოკითხულთა 74%-მა დადებითი პასუხი გასცა, მაშინ, როდესაც ამას მიუღებლად გამოკითხულთა 14% თვლის.