NDI-ს მიერ გამოკითხულთა 73%-ისთვის დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პუშკინის ქუჩაზე არსებული 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცა შპს თბილისი სითის, მიუღებელია. გამოკითხულთა 19 %-ისთვის ეს გადაწყვეტილება მისაღებია, ხოლო 6%-მა არ იცის.შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, "შპს ოლდ სიტი დეველოპმენტს" თბილისის ცენტრში, პუშკინის სკვერის 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაეცა. აღნიშნულ ტერიტორიაზე "პანორამა თბილისის" სასტუმროს ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს.