ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნებას“ - 20%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ - 13%, „ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატების“ - 8% მისცემდა ხმას, - ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევაშია აღნიშნული. კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 65% ამბობს, რომ მიიღებდა მონაწილეობას, 35% მონაწილეობას არ მიიღებდა.კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 39%-მა იცის ხმას ვის მისცემდა, 56%- გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, ხოლო 3%-მა არ იცის ხმას ვის მისცემდა. გამოკითხული მოსახლეობის 49% ამბობს, რომ არსებობს პარტია, რომელიც ასახავს მის შეხედულებებს და ხმას სავარაუდოდ, მას მისცემდა. 34% ამბობს, რომ საქართველოში არსებული პარტიებიდან არც ერთი ასახავს მის შეხედულებებს.