NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე: "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", 27%-თ "ქართული ოცნება" ლიდერობს. აღნიშნულ კითხვაზე შედეგები ასე გადანაწილდა - "ქართული ოცნება" - 27%; არც ერთი პარტია - 24%; არ ვიცი - 15%; უარი პასუხზე - 13%; "ნაციონალური მოძრაობა" – 10%; "ევროპული საქართველო" – 3%; სხვა - 7%.. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.