"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, ინსტიტუტებს შორის ყველაზე ცუდად პარლამენტის საქმიანობას აფასებს. კერძოდ, NDI-ის კვლევის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა რესპონდენტთა 40 %-მა უარყოფითად შეაფასა.კვლევის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 1 % აფასებს.
ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებისას, პარლამენტის შემდეგ მოსახლეობა ცუდად აფასებს სასამართლოს მუშაობას. კერძოდ, გამოკითხული მოსახლეობის 31 % ამბობს, რომ სასამართლოები ცუდად მუშაობს, 14%-ის აზრით სასამართლო ძალიან ცუდად მუშაობს, 29%-ის შეფასებით კი საშუალოდ. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა.
კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს.