ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, არსებული მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 50% დადებითად ფასებს, 38% კი ცუდად. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებას, გამოკითხულთა 46% მას დადებითად აფასებს, 32% - საშუალოდ, 17% კი ცუდად.
NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, გამოკითხულთა 36% მას უარყოფითად აფასებს, 34% საშუალოდ, 15% კი კარგად.გამოკითხვის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას კარგად 15% აფასებს, ცუდად -34%, საშუალოდ კი 36%. სასამართლოების საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 13% აფასებს, საშუალოდ - 30%, ცუდად კი 29%.
რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის შეფასებას, გამოკითხულთა 32% მას უარყოფითად აფასებს, 27% - საშუალოდ, ხოლო 24% კარგად.