"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის"-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90 %-ს, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროპის ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია.
კვლევის მიხედვით 1991 წლიდან დღემდე გამოკითხულთა 73 %-ს არ უცხოვრია საზღვარგარეთ სულ ცოტა სამი თვის მანძილზე ამასთან, იმ რესპონდენტების 33 %, რომელთაც 1991 წლის შემდეგ საზღვარგარეთ უცხოვრია, აცხადებს, რომ ცხოვრობდა ევროპაში; 31 % ამბობს, რომ რუსეთში; 20 % - თურქეთში; 15 % - ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში; 3 % - აშშ-ში; 1 % - ახლო აღმოსავლეთში; ასევე 1 % - აზია, 9 % - სხვა ქვეყნებში.