კორუფცია, მექრთამეობა, არაგამჭვირვალე ტენდერები დაბრუნდა - ასეთია NDI-ის კვლევის მთავარი მიგნება, - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი NDI-ის მორიგი კვლევის შედეგებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება კორუფციის დასაძლევად ყველაფერს აკეთებს, ამასთან ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებს არც ისე მაღალი სანდოობა აქვს.