"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა.კითხვაზე, თქვენი აზრით, ბოლო 10 წელიწადში როგორ შეიცვალა საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა? - გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ გაუარესდა, 32% აცხადებს, რომ მდგომარეობა იგივე დარჩა, 18% აცხადებს, რომ გაუმჯობესდა, ხოლო 7% ამბობს, რომ არ იცის.რაც შეეხება მდგომარეობას ყველაზე ხშირი დანაშაულების შესახებ, NDI-ის მიერ გამოკითხულთა 25% აცხადებს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირი დანაშაული ნარკოტიკებთან არის დაკავშირებული. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.