NDI-ის გამოკითხულთა 85% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის თანახმად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრე იყო გამოკითხულთა 84%, ხოლო 9% მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩოს ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა.კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.