„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა - 44% ამბობს, რომ სამუშაო ადგილების მიმართულებით ქვეყანაში ვითარება საერთოდ არ იცვლება, ხოლო 43% ამბობს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანა არასწორად ვითარდება.გამოკითხული მოსახლეობის 11% აცხადებს, რომ სამუშაო ადგილების მიმართულებით ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 2%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, 2 ათას 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.