NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია. კვლევის თანახმად, კითხვაზე: თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, გამოკითხულთა 38 % აცხადებს, რომ დასაქმებულია. ამასთან, კვლევის თანახმად იმ რესპონდენტების 13%, ვინც ამბობს, რომ დასაქმებულია, საჯარო სექტორში მუშაობს.ცნობისთვის, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში 2 ათას 132 დასრულებული ინტერვიუ შედის და მისი საშუალო ცდომილება 1.7%-ია.