არჩევნების სამზადისის შესაფასებლად თბილისში ჩამოსული "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერს შეხვდება. ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 5 დღიანი ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, მედიისა, და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ბოლოს NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებს.