NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ლიდერებიდან ყველაზე დადებითად კახა კალაძის საქმიანობას აფასებს - Palitra News

NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ლიდერებიდან ყველაზე დადებითად კახა კალაძის საქმიანობას აფასებს

2020-01-16 11:06:25+04:00

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ლიდერებიდან ყველაზე დადებითად დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობას აფასებს.კერძოდ, გამოკითხულთა 31% კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 13% - ძალიან კარგად აფასებს.

ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა მხოლოდ 4% აფასებს, კარგად - 17%, საშუალოდ - 34%, ცუდად კი 24%. რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა მხოლოდ 1% აფასებს, ცუდად - 34%, ხოლო ძალიან ცუდად - 20%.