ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, 2018 წლის მარტში გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად, 39% კი დასაქმებულად თვლის. აქ იგულისხმება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული. აღსანიშნავია, რომ მონაცემები ოკუპირებულ ტერიტორიებს არ მოიცავს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა იმ 60%-დან, რომელიც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 37%-ის თქმით, უმუშევარია და სამსახურს ეძებს; 24%- პენსიონერია და სამსახურის პოვნით არ არის დაინტერესებული; 15% დიასახლისია; 8%-ის განცხადებით, პენსიონერია და დაინტერესებულია სამსახურის ძებნით, მაგრამ ამჟამად არ ეძებს; 6%-უმუშევარია და არც დაინტერესებულია სამსახურის ძებნით; 5% - სტუდენტია; 1 % - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია; ხოლო 1%-ის თქმით, პენსიონერია და ეძებს სამსახურს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 20 მარტიდან 4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 ათას 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.