NDI - გამოკითხული ამომრჩევლის 45% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას - Palitra News

NDI - გამოკითხული ამომრჩევლის 45% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

2019-09-19 12:05:45+04:00

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხული ქართველი ამომრჩევლის 45% ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს.

ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ რესპონდენტთა 19%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" დგას.

კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? - გამოკითხული მოსახლეობის 9% პასუხობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", 6%-მა პასუხი არ იცის, 4%-მა უარი თქვა პასუხზე, 4% - "პატრიოტთა ალიანსი", ასევე 4% - "ევროპული საქართველო", 9%-მა აირჩია კატეგორია "სხვა".

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 26 %-ს არ აქვს მეორე არჩევანი.

კვლევა 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხული იყო 2131 პირი. ცდომილების ზღვარი +-1,7 პროცენტია.