NBA-ს საზაფხულო ლიგა ლას ვეგასში 7-17 ივლისს გაიმართება. დიდი ალბათობით, „მილუოქი ბაქსის“ მთავარი ვარსკვლავი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი სანდრო მამუკელაშვილი იქნება. ბაქსის ოფიციალური განაცხადი ამ ტურნირისთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ მასში სანდრო მამუკელაშვილი იქნება. ოფიციალური მედია აქცენტს მასზე აკეთებს, კლუბმა დღეს სანდროს 2021/22 წლების სეზონის ჰაილაითები გამოაქვეყნა და საზაფხულო ლიგის კალენდარზე სწორედ მამუკელაშვილის პოსტერი ასახა.