ამერიკული მედიის ინფორმაციით, "იუტა ჯაზის" ფრანგ ცენტრ რუდი გობერს კორონავირუსი დაუდგინდა.
"ოკლაჰომასთან" გასამართი მატჩის წინ კალათბურთელები შეამოწმეს და ფრანგის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. თავად გობერი მკურნალობის კურსს ოკლაჰომაში გადის, მისი თანაგუნდელები და "იუტას" პერსონალი კი კარანტინში არიან მოთავსებულნი. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 დღეში "იუტამ" 5 გუნდის წინააღმდეგ ითამაშა.
ამ მიზეზის გამო NBA-ს რეგულარული სეზონი შეჩერდა და მატჩები, დაახლოებით, 1 თვით გადაიდო. გობერი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 15,1 ქულასა და 13,7 მოხსნას აგროვებდა.