NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის სასტარტო ხუთეულების არჩევა გულშემატკივრების მიერ დასრულდა. ხმის მიცემა, რომელიც ინტერნეტით მიმდინარეობდა, თბილისის დროით 17 იანვარს, 08:59 საათზე შეწყდა. NBA შედეგებს სავარაუდოდ, დღეს გამოაქვეყნებს. ”ყველა ვარსკვლავის” მატჩის მონაწილეებს გულშემატკივრები, მედია და თავად კალათბურთელები ირჩევენ. ფანების გამოკითხვის მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, ზაზა ფაჩულიას 823 476 ხმა ჰქონდა, რაც დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის მეორე შედეგი იყო. ზაზა მესამეადგილოსანს თითქმის 200 ათასი ხმით უსწრებდა.