ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გადამწყვეტი ფაზა დაიწყო. რეგულარული სეზონი დასრულდა და საუკეთესო 16ეული პლეიოფებში ჩაება. დღის პირველი მატჩი ბოსტონში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა სელტიქსმა ინდიანა 84-74 დაამარცხა. ნაკლებად შედეგიან მატჩში გამორჩეული კაირი ირვინგი იყო, რომელმაც 20 ქულა 7 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა. სერიის მეორე მატჩი 18 აპრილს გაიმართება. საინტერესო მატჩი სედგა პორტლენდში, სადაც ადგილობრივი ტრეილ ბლეზერსი ოკლაჰომას დაუპირისპირდა და 104-99 მოუგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დემიან ლილარდიდ ასახელდა, რომელმაც 30 ქულა 4 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა. ოკლას რიგებში კვლავ სამმაგი დუბლით გამოირჩა რასელ უესტბრუკი, რომელმაც 24ქლა 10 პასი და 10 მოხსნა მოაგროვა, თუმცა საბოლოოდ მისი გუნდი მაინც დამარცხდა. ზაზა ფაჩულიას დეტროიტ პისტონსი, ქართველი ცენტრის ყოფილ გუნდს, მილოუკი ბაქსს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 121-86 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა არასრული 18 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 5 ქულითა და 9 მოხსნით დაეხმარა. პარკეტზე საუკეთესო იანის ანტეტუკუმპო იყო, რომელმაც 24 ქულა 4 პასი და 17 მოხსნა მოაგროვა.