ნაცინალურ საკალათბურთო ასოციაციაში საშობაო მატჩების მთელი სერია გაიმართა. დღის პირველიდ აპირისპირება ტორონტოში შედგა, სადაც ადგილობრივი რაპტორსი ბოსტონ სელტიქსს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 102-118 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჯაილენ ბრაუნი დასახელდა, რომელმაც 30 ქულა 6 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. ბოსტონი 21 მოგებით და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილზეა, ხოლო ტორონტო 21 მოგებით და 10 მარცხით მეხუთე პოზიციას იკავებს.
საინტერესო გამოდგა ფილადელფიასა და მილოუკის მატჩი. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად ბერძენი იანის ანტეტუკუნმპო და კამპანია მიიჩნეოდა, სევენთინ სიქსერსმა ბრწყინვალე კალათბურთო ითამაშა და საბოლოოდ მეტოქე 121-109 დაამარცხა. ჯოელ ემბიიდმა 28 წუთში 31 ქულა 11 მოხსნა 2 დაფარება და 3 პასი მოაგროვა, რაც მატჩში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ალბათ დღის ცენტრალური დაპირისპირება ლოს ანჯელესში შედგა, სადაც ერთმანეთს ორი ადგილობრივი გუნდი ლეიკერსი და კლიპერსი დაუპირისპირდნენ. ფორმალურად მატჩი ლეიკერების არენაზე გაიმართა და ფავორიტებადაც სწორედ ისინი მიიჩნეოდნენ, თუმცა კავაის მეთაურობით კლიპერსმა მძიმე მატჩში გამარჯვება შეძლო. შეხვედრა 106-111 მორჩა, საუკეთესო მოთამაშედ კი კავაი ლეონარდი დასახელდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 35 ქულა 12 მოხსნა და 5 პასი შესძინა. ლეიკერსის მხრიდან საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა. მეფემ 23 ქულა 9 მოხსნა და 10 ასისტი მოაგროვა.