ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოირიგი სათამაშო დღე გაიმართა. გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა სახლში მოქმედ ჩემპიონს ტორონტო რაპტორსს უმასპინძლა და ძალიან მძიმე ბრძოლაში, ოვერტაიმში 120-115 დაამარცხა. სამწუხაროდ მწვრთნელის გადაწყვეტილებით ქართველ ცენტრს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ტი ჯეი უორენი დასახელდა, რომელმაც 24 ქულა 8 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა. ტორონტოს რიგებში საუკეთესო კაილ ლაური იყო, რომლის ანგარიშზეც 30 ქულა 6 მოხსნა და 9 პასი გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ბითაძის ინდიანა 21 მოგებით და 10 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილს იკავებს.
დიდი ანგარიშით მოიგო სან ანტონიო სპურსმა. გრეგ პოპოვიჩის გუნდი სტუმრად მემფის გრიზლის დაუპირისპირდა და 30 ქულიანი სხვაობით 145-115 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლამარკუს ოლდრიჯი დასახელდა, რომელმაც არასრულ 32 წუთში 40 ქულის 9 მოხსნის 5 პასის და 3 დაფარების გაკეთება შეძლო. მემფისის რიგებში საუკეთესო იონას ვალანჩუნასი იყო, რომელმაც 18 ქულასთან ერთად საკუთარ გუნდს 12 მოხსნა და 3 პასი შესძინა.