NBI-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ზაზა ფაჩულია საქართველოში ჩამოვიდა და ლარი ობრაიანის სახელობის NBA–ს ჩემპიონის თასი ჩამოიტანა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კალათბურთელს გულშემატკივრები დახვდნენ . ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც წელს NBA -ს ჩემპიონი გახდა. მისმა გუნდმა "Golden State Warriors" ჩემპიონატის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში " Cleveland Cavaliers" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. კაპიტანი ეროვნულ ნაკრებს უახლოეს მომავალში შეურთდება და მომავალ ევრო ბასკეტზე , სანაკრებო წარმატების მისაღწევად გუნდათ ერთად იბრძოლებს.