ამერიკელი კალათბურთელი, რასელ ბატლერი, რომელმაც კარიერა 2016 წელს დაასრულა რამდენიმე საათის წინ მეუღლესთან ერთად ავტოავარიისას გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბატლერი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, საჭის დამორჩილება კი ვერ მოახერხა.რასელ ბატლერმა კარიერის განმავლობაში NBA-ის 7 გუნდში იასპარეზა. ბოლოს იგი "სან ანტონიო სპურსის" შემადგენლობაში ირიცხებოდა.