მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია დაიწყო. 2019-20 წლის სეზონი ორი მატჩით გაიხსნა. პირველი დაპირისპირება მოქმედ ჩემპიონ ტორონტო რაპტორსსა და ძალიან პერსპექტიულ ნიუ ორლეან პელიკანს შორის შედგა. მატჩი ოვერტაიმში ჩემპიონების გამარჯვებით 130-122 დასრულდა, შეხვედრუს საყჯეთესო მოთამაშედ კი, ცალსახად, პასკალ სიაკამი დასახელდა, რომელმაც 38 წუტში 34 ქულა 18 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
დღის მეორე მატჩი, ალბათ ერთ ერთი ყველაზე საინტერესო დუელი, ლოს ანჯელესური დერბი გახლდათ. ფორმალურად კლიპერსმა სახლში ლეიკერსს უმასპინძლა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თავიდან უკეთესად ლეიკერსმა დაიწყო, შემდეგ კი წინ კლპერსი გავიდა, მეოთხე მეოთხედის დასაწყისში კი თანაბარი 85-85 იყო. საბოლოოდ გამარჯვება ნომინალურმა მასპინძელმა, ლოს ანჯელეს კლიპერსმა 112-102 მოიპოვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კავაი ლეონარდი დასახელდა, რომელმაც 30 ქულა 6 მოხსნა 5 ასისტი მოაგროვა. ლეიკერსის რიგებში საუკეთესო დენი გრინი იყო, რომელმაც 28 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა, თანაც ისე, რომ 14 მცდელობიდან ფარში ბურთი 10-ჯერ ჩააგდო.