ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასი მორიგი სათამაშო დღე შედგა. ზედიზედ მეოთხედ წააგო ზაზა ფაჩულიას დეტროიტ პისტონსმა, რომელსაც ამჯერად ნიუ ორლეან პელიკანსმა სტუმრად 116-108 სძლია. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე არასრული 11 წუთი გაატარა, რა დროშიც საკმაოდ სოლიდური სტატისტიკა, 6 ქულა 3 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნა მოაგროვა. მატჩის საუეკთესო მოთამაშე ჯრუ ჰოლიდეი გახდა, რომელმაც 37 ქულასთან ერტად 5 პასი 5 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. დეტროიტის მხრიდან საუკეთერსო ბლეიკ გრიფინი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 35 ქულა 2 პასი და 5 მოხსნა შესძინა. საინტერესო მატჩი შედგა ტორონტოში, სადაც ადგილობრივი რაპტორსი, მძიმე ბრძოლაში მილოუკი ბაქსთან, 104-99 დამაარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთაამაშედ მილოუკელთა ლიდერი, იანის ანტეტუკუმპო დასახელდა, რომელმაც 19 ქულა 6 შედეგიანი გადაცემა და 19 მოხსნა მოაგროვა. ტორონტოს მხრიდან საუკეთესო სერჟ იბაკა იყო, რომელმაც 22 ქულის 4 შედეგიანი გადაცემის 6 მოხსნის 2 ჩაჭრისა და 2 დაფარების მოგროვება შეძლო. ამგვარად ტორონტო 21 მოგებით და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია, ხოლო მილოუკი 17 მოგებით და 8 მარცხით მეორე ადგილს იკავებს.