09:27
24 იანვარი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს
22-07-2019

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პროტესტის ნიშნად უკვე მეორედ დატოვეს. საბჭოს არამოსამართლე წევრებსა და მოსამართლე წევრებს შორის კამათი ამჯერადაც მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროის გახანგრძლივებამ გამოიწვია. დილიძემ და ჯანეზაშვილმა კოლეგებს შესთავაზეს, რომ კანდიდატ თამარ ზამბახიძესთან გასაუბრება 23 ივლისისთვის გადაედოთ ვინაიდან სამუშაო დრო უკვე ამოწურული იყო. აღნიშნული პოზიცია საბჭოს დანარჩენმა წევრებმა არ გაიზიარეს, რის შემდეგაც დოლიძემ და ჯანეზაშვილმა გასაუბრების პრცედურა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები