იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, ცხადია, დაინიშნება მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც იქნება მიხეილ ჩინჩალაძის ნდობით აღჭურვილი. მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ობიექტურად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე არ აირჩევა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის შერჩევის საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი ირაკლი შენგელიაა.