იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ მზად არის დატოვოს თანამდებობა იმ შემთხვევაში თუ გადადგებიან მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები. სხვა შემთხვევაში ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხის საკანონმდებლო ორგანოში განხილვა მისთვის შეურაცხმყოფელია. ასე გამოეხმაურა ჯანეზაშვილი პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას, რომელიც პარლამენტს სთავაზობს, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს. მისივე თქმით, ის მზად არის კონსულტაციები გაიაროს თამარ ჩუგოშვილთან.