უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრაზე საბრისას ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლეობის მანტიის უვადოდ მისაღებად მთავარია "კლანს" ერთგულება დაუმტკიცო. მისივე თქმით, დღევანდელი კანდიდატებთან გასაუბრებისა და კენჭისყრის პროცედურაც ხარვეზიანია. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობს. დღეს საბჭო 8 კანდიდატს უყრის კენჭს. კენჭისყრის პროცესს ის მოსამართლეები გაივლიან, რომელთაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ და თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნულები. აღნიშნულ მოსამართლეებს უფლებამოსილების სამწლიანი ვადა 15 თებერვალს ეწურებათ.