იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებთან დღევანდელი გასაუბრებება შეაფასა და აღნიშნა, რომ ანდიდატების სიაში ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდა, რომელთაც არ უნდოდათ გამხდარიყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, თუმცა, ჯანეზაშვილის თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ შექმნილიყო ფონი, თითქოს, ეს არის კონკურენცია. ამასთან, მან ისაუბრა ზოგადად გასაუბრების პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, არსებობდეს რეალური კონკურენცია.