იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესმა დაადასტურა, სისტემის ავტორიტარული მმართველობა, ამასთან, მისი თქმით, ამ პროცესმა კოსმეტიკური დანიშნულების მინიმალური სტანდარტიც კი ვერ დააკმაყოფილა. ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ ის იბრძოლებს სისტემაში ავტორიტარული მმართველობის წესი დასასრულისათვის.
შეგახსნებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 15 აგვისტოს დასრულდა. იუსტიციის საბჭო, სავარაუდოდ, თვის ბოლოს უყრის კენჭს კანდიდატთა 20-კაციან სიას, რომელიც შემდეგ პარლამენტს წარედგინება.