ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წელს საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 50 ათას 600 ტონით ანუ 15,4%-ით გაიზარდა, ხოლო ბენზინის იმპორტი 11 ათას 300 ტონით ანუ 3,2%-ით შემცირდა.
მათივე ინფორმაციით, ჯამში, მიმდინარე წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 39 ათას 300 ტონი ანუ 5,8%-ით გაიზარდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წელი ნავთობპროდუქტების ინდუსტრიისათვის მეტად რთულია COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდა კარანტინი, შეზღუდული იყო მრავალი ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის ტურიზმის სფერო, რამაც ნეგატიურად იმოქმედა საწვავის მოხმარებაზე.