მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ნავთობპროდუქტები უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იყო, რომლის იმპორტმაც 186 მილიონ 900 ათასი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აქციზის გაზრდის მიუხედავად, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 64 მილიონ 900 ათასი დოლარით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-მარტში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის იმპორტმა 122 მილიონი დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი 2017 წლის იანვრიდან გაიზარდა. კერძოდ, ერთი ტონა ბენზინის აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე, ერთი ტონა დიზელის საწვავის შემთხვევაში - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო ერთი ტონა ძრავის ზეთის შემთხვევაში - 400 ლარიდან 800 ლარამდე გაიზარდა. გაიზარდა ასევე 1000 კუბური მეტრი გათხევადებული ბუნებრივი აირის აქციზი და 80 ლარის ნაცვლად 200 ლარი გახდა.