"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" კომპანია თეთრი ნაკადისა და ვაიტ სტრიმ კასპიან პაიპლაინის 10-10%-იანი წილები შეიძინა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ კომპანიების წილები სიმბოლურ ფასად - ერთ გირვანქა სტერლინგად შეისყიდა. წილების შესყიდვის შედეგად საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ტრანსკასპიური გაზსადენისა და "თეთრი ნაკადის" პროექტებში ჩაერთვება.