დათა ახალიას 12 წლით, გია დგებუაძეს, იგივე "მასტერას" კი, 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე კუდ-ის ყოფილ უფროსი და ამავე დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დათა ახალაია დამნაშავედ ცნეს განზრახ მკვლელობის მუხლით, დგებუაძე კი - განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში. ნავთლუღის სპეც ოპერაცია კუდმა დათა ახალაიას უშუალო ხელმძღვანელობით 2006 წლის 12 იანვარს ჩაატარა. ბრალდების მხარემ დაამტკიცა, რომ სპეცოპერაციის დროს სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია განზრახ მკვლელობა იყო.
ასევე იხილეთ:
დათა ახალაია და გია დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა" ნავთლუღის სპეცოპერაციაზე სასამართლომ დამნაშავედ სცნო