კოლუმბიის რამდენიმე რეგიონი წყალდიდობას ებრძვის. ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე მაგდალენამ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დატოვება აიძულა. რამდენიმე ქალაქში ადგილობრივები ქუჩებში ნავებით გადაადგილდებიან. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სერვისმა, რეგიონებში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობის ევაკუაციას ეტაპობრივად ახორციელებს. ამ დროისთვის დაღუპულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება. ქვეყნის მეტეოროლოგიური ცენტრის მონაცემებით, უამინდობა რეგიონებში მომავალ კვირაშიც გაგრძელდება.