ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხდნენ, რომ რუსეთმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტის მიუკერძოებელ გამოძიებასთან დაკავშირებით სრულყოფილად უნდა ითანამშრომლოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტემბერგმა ალიანსის ელჩების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ქიმიური იარაღის გამოყენების ნებისმიერი ფაქტი ადამიანის სიცოცხლის სრულ უპატივცემულობას აჩვენებს და საერთაშორისო ნორმებისა და წესების მიუღებელი დარღვევაა. ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსეთმა სერიოზულ შეკითხვებს უნდა უპასუხოს. რუსეთის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით სრულყოფილად უნდა ითანამშრომლოს,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.