ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით აჭარის რეგიონში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჩეხილი ხეები სპეციალურ პორტალზეა განთავსებული, როგორც მათ აღნიშნეს, პორტალს "ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" ჰქვია. ალტერნატიული მთავრობის წევრი ლაშა ადამია ამბობს, რომ ვებ-პორტალზე ონლაინ რეჟიმში იმ ტერიტორიების ჩვენება მოხდება, რომელიც აჭარაში ხის გადატანასა და გაჩეხილ ტერიტორიებს მიუთითებს. ვებ-პორტალის პრეზენტაცია ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ესწრებოდნენ.