საქართველოს პროკურატურამ „ნაცმოძრაობის“ წევრს ოთარ სირაძეს და მის ძმას ამბროლაურში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გენპროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 4 ივლისს, ამბროლაურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძეებმა ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის დაზიანებები მიიღო.
პროკურატურამ გამოძიება 126 მუხლის 11 ნაწილი ბ ქვეპუნქტით დაიწყო. სასჯელი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.