"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას ერთიანი დოკუმენტის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებული ანექსიის თაობაზე, საერთაშორისო თანამეგობრობას საქმის კურსში ჩააყენებს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.